ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთი ჩაიკეტა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. "გამოცხადებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროება გუდაური-კობის მოპნაკვეთზე, რის გამოც არის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, რაც შეეხება გუდაურის საკურორტო ზონამდე მისასვლელ გზას, იქ ამ ეტაპზე მოძრაობა შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია რეგიონალური განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სამუშაოების მინდინარეობას აკონტროლებენ. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება არაა შეზღუდული",-განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა