ძალოვნები "მეოცნებე" პოლიციელის წარსულს იძიებენ?
დღეს, ქუთაისში, ძალოვნებმა „ქართული
ოცნების“ წევრი, გელა გოშაძე დააკავეს. თავდაპირველად, გოშაძის შესახებ ინფორმაცია
არ ჰქონდათ „ოცნების“ ქუთაისის ოფისში. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ სამართალდამცავებმა
გოშაძე ქუთაისის საქალაქო სამმართველოში გადაიყვანეს. სადაც „ოცნების“ წარმომადგენლები
შეიკრიბნენ და დაკავებულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ.
კოალიციის წარმოამდგენელთა განცხადებით, გელა გოშაძე
ყოფილი პოლიციელია, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურ
პოლიტიკურ საქმიანობაში არის ჩართული. სამმართველოს შენობაში თავდაპირველად არ შეუშვეს
გოშაძის ადვოკატი, საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი რეზო თოფურია. მოგვიანებით,ადვოკატის
მიმართ აკრძალვა გაუქმდა. როგორც შენობიდან გამოსულმა თოფურიამ განცხადა, გელა გოშაზე
ქალაქის სამმართველოში არ იმყოფებოდა. როგორც მას სამართალდამცავებმა განუმარტეს, გოშაძე
გენერალურმა ინსპექციამ აიყვანა და თბილისში გადაიყვანა. დაკავების მიზეზი კი მისი
წარსული საქმიანობა გახდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე