,,ნიუპრესის" გამოკითხვის მიხედვით, ,,ქართულმა ოცნებამ" და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" თანაბარი შედეგები აჩვენეს
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესის" 1000 გამოკითხული ადამიანიდან კითხვაზე: რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერთ მხარს? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხვის მიხედვით, კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" და ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" თითქმის თანაბარი შედეგები აჩვენეს. პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: კოალიცია ,,ქართული ოცნება" - 36,82%, ,,ნაციონალური მოძრაობა" - 36,02%, ხოლო ,,სხვა ძალას" - 27,16% ერგო.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე განხილვები პერიოდულად იმართება. ამ საკითხზე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა.
,,ნიუპრესის" გამოკითხვამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა