გუგული მაღრაძე:,,ეს არის შემოგდებული ცილისწამება, რომელშიდაც, ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია"
საინფორმაციო სააგენტო ,,news.ge" - ზე გასულ მასალასთან - ,,რა კავშირი აქვს გუგული მაღრაძეს 19 წლის ნანა გიგლემიანის გარდაცვალებასთან?" დაკავშირებით ,,ნიუპრესი“ გუგული მაღრაძეს დაუკავშირდა
და კომენტარის გაკეთება სთხოვა. მაღრაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არის ცილისმწამებლური
და ეს ყველაფერი ,,რუსთავი 2“ - ის გენერალური დირექტორის მიმართ გაკეთებულ განცხადებას
უკავშირდება.
პარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრის გაგრძელების შემდეგ, აქტიურად დაინტერესდება, თუ საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაცია.
,,თუ კი ეს ლაპარაკი გავრცელდება, ცხადია დავინტერესდები, თუ ვინ არის ამის სათავეში" - აცხადებს მაღრაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ავტოავარიაში დაღუპული ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გუგული მაღრაძეს ადანაშაულებენ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა