|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნების ოლიგარქები"-აქცია "ავერსის" და "PSP"-ს წინააღმდეგ

პარტიებმა: "თავისუფალი საქართველო" , "ქრისტიან-დემოკრატები" და "რეფორმატორები" "ავერსის" და "PSP"-ს სააფთიაქო ქსელის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მათი თქმით, ქვეყანაში სააფთიაქო მონოპოლიას აღნიშნული კომპანიები აწარმოებენ. "როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში  და პირველი შეხვედრა ჩაატარა ბიზნესმენებთან, მან  კურტანიძეს  მონოპოლისტი უწოდა. მაშინ მან უთხრა კურტანიძეს რომ დამყარდებოდა წესრიგი, მაგრამ უარესი მდგომარეობაა. საქართველოში წარმოებული წამლები სომხეთში და აზერბაიჯანში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. დილით შეუძლია ადგეს კურტანიძე და თქვას, რომ  ვშოულობ ნახევარ მილიონს დღეში, არ მყოფნის და მილიონი უნდა ვიშოვოო. შემოიღოს ახალი ფასები, რათა თავისი დილის სურვილი შეისრულოს. აფთიაქების მიერ წალმები ფასის თვითნებუარ გაზრდა ქვეყნის ღალატია",- განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ. 

 სააფთიაქო ქსელების "ავერსი" და "PSP" წინააღმდეგ აქციები გარდა ქუთაისისა, ქვეყნის სხადასხვა ქალაქში გაიმართება. 

ავტორი: ანა ჯიქია