|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სასწრაფო დახმარების პერსონალს ახალი უნიფორმები გადაეცა

ქუთაისში სასწრაფო დახმარების პერსონალს ახალი უნიფორმები გადაეცა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის 3000-მდე ახალი ფორმა შეიკერა. ზამთრის უნიფორმის კომპლექტაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრენდის ფერისა და ლოგოთი გაფორმებული სვიტერის, ქურთუკისა და შარვლისგან შედგება. ახალი ფორმები  პერსონალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ თალაკვაძეც დაესწრო. ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს დამატებით 4 ახალი ავტომობილი გადაეცა.

ავტორი: ანა ჯიქია