|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ გახდება პარლამენტის ვიცე-სპიკერი?

 პარლამენტის ვიცე -სპიკერის პოსტი ჯერჯერობით დაკავებულია, თუმცა სულ მალე შეიძლება ახალი მფლობელის მოლოდინში აღმოჩნდეს. ვინ დაიკავებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს, ამაზე მსჯელობა ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე უკვე გაიმართა,  დღეს კი საკითხი პარლამენტში გადმოინაცვლებს. უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე აბაშიძის ალტერნატივად უმრავლესობის წევრი გუბაზ სანიკიძე განიხილეს. 

 აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის მხრიდან. უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს გუბაზ სანიკიძის კანდიდატურას, თუმცა გაუჭირდება ხმის მიცემა ზურაბ აბაშიძის წინააღმდეგ.
  ,,დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს გუბაზ სანიკიძეს, რადგანაც ის ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი საუკეთესო სახეა და გამოცდილი პოლიტიკოსია. თუმცა ძალიან გამიჭირდება  ზურაბ აბაშიძის წინააღმდეგ რაიმე ღილაკზე ხელის დაჭერა", - განაცხადა ჩაფიძემ.
  საკითხს იუმორით უდგებიან ,,ნაციონალურ მოძრაობაში" და აცხადებენ, რომ ,,ოცნებაში" თანამდებობები არ ჰყოფნით.
  ,,ჩვენს პარლამენტს ლტოლვები აქვს არჩეული ვიცე-სპიკერების მიმართ. ჯერ აჭარის არჩეული ვიცე-სპიკერი გადააყენეს, ახლა კი აბაშიძის ჯერი დადგა. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს თანამდებობები არ ჰყოფნით",- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
  

ავტორი: გიგა გელხვიიძე