|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო ევროკავშირის პროგრამის "Creative Europe"-ის წევრი ქვეყანა ხდება

საქართველო ევროკავშირის პროგრამის "Creative Europe"-ის (შემოქმედებითი ევროპა) წევრი ქვეყანა ხდებააღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ბრიფინგს გამართა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

სამინისტროს ცნობით, 24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტობას ნავრაჩიჩი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირის პროგრამა - "Creative Europe"-ის წევრი გახდება.

აღსანიშნავია,რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო პირველია, რომელიც აღნიშნული პროგრამის წევრი ხდება.

Creative Europe"" ევროკავშირის 6-წლიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, რომლებიც შექმნიან პროექტებს კულტურისა და მულტიმედიის სფეროში."Creative Europe""-ის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი