იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს
იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს, ისინი კვლავინდებურად დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას და გამოსახლებების შეჩერებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დანაპირები არ შეუსრულათ. იპოთეკით დაზარალებულთა აქციას მოშიმშილე პატიმრების ოჯახის წევრები შუერთდნენ. „დღევანდელი ხელისუფლება მურვან ყრუს შთამომავალია და მათ არ უნდათ ხალხის განთავისუფლება. ვპირდები მათ, რომ ისევე როგორც დღევანდელი აქციას გავუწიე ორგანიზება და გადავაკეტინე გზა, ყოველდღე იქნება ასეთი აქციები და შიმშილობები, სანამ მიზანს არ მივაღწევთ“,- განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეები სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიისაკენ გადანაცვლებას გეგმავენ, სადაც თბილისი- ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე