|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ აბაშიძე: ,,შეუძლიათ ძველი რიცხვით გააფორმონ ჩემი გათავისუფლება"

პარლამენტის წევრი ზურაბ აბაშიძე, მის ვიცე-სპიკერობიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.  მისი თქმით, ,,ქართული ოცნება" როგორც იქნა, რაღაც საკითხზე შეჯერდა.

 ,,ეს ყველაფერი მათი ნებაა, შემიძლია, ისიც გითხრათ, რომ ძალიან მიხარია, რომ ,,ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ რაღაცაზე შეთანხმდა. მთელი რიგი პრობლემები არის ქვეყანაში და ვერ თანხმდებიან, როგორ მართონ ქვეყანა. არის რაღაც საკითხი, რომელიც აბაშიძეს ეხება და ამ კონკრეტულში შეთანხმდნენ.  შემიძლია, ისიც ვუთხრა მათ, რომ უკვე სამი თვეა ოპოზიციაში ვარ და ჩემი გათავისუფლება ძველი რიცხვით შეუძლიათ გააფორმონ.   ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემცვლელი, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ეს თანამდებობა", - განაცხადა აბაშიძემ.
  შეგახსენებთ, აბაშიძის ადგილი უმრავლესობამ გუბაზ სანიკიძეს  შესთავაზა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე