ზურაბ აბაშიძე:,,მადლობას ვუხდი მიხეილ სააკაშვილს"
ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ალასანიას მიერ ,,ტაბულას" ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება თითქოსდა ,,თავისუფალი დემოკრატები" ერთჯერადად მაინც მოახდენს ,,ნაციონალებთან" ერთგვარი ალიანსის შექმნას, რათა კონკრეტული ცვლილებები მოხდეს. აბაშიძის განცხადებით, აღნიშნული განცხადება არის უტრირებული და ის ,,ნაციონალებთან" ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. ,,ეს განცხადება არის გარკვეულწილად უტრირებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის თანამშრომლობას", - აცხადებს აბაშიძე.
აბაშიძე ასევე მიხეილ სააკაშვილის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც მან ალასანიას მისამართით გააკეთა და გულწრფელობისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მადლობას ვუხდი მიხეილ სააკაშვილს, რომ ძალიან გულწრფელად ისაუბრა ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში" ,- განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, თუ კი ყოველგვარი ცვლილება არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს. ,,თუკი რაიმე ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოში, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა რაიმე სხვა მეთოდებით" - განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა