|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საცხოვრებელი ბინის გაქირავების გადასახადი შემცირდება

საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება. ამის შესახებ განცხადება  პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  

ღარიბაშვილის თქმით, ეს ინიციატივა საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის საინტერესო იქნება. 

"ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად 20%-ისა. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის," - აღნიშნა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომლითაც სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.  

ავტორი: ნიუპრესი