|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარკვეული კატეგორიის პირებისთვის მართვის უფლება იზღუდება

გარკვეული კატეგორიის პირებისთვის მართვის უფლება იზღუდება. 

მთავრობის ინიციატივით, "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილება შედის.

კანონს ახალი ნორმა ემატება, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს, ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული მართვის უფლება, ან დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.  

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა კატეგორიას დაუწესდება შეზღუდვა.

მთავრობის ამ ინიციატივას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა უნდა მიიღოს.    

ავტორი: ნიუპრესი