|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აღმოსავლეთ ევროპის ტურისტულ ასოციაციაში გაწევრიანებას მხარს ლიტვა დაუჭერს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა. 12 თებერვალს  დელეგაცია ვილნიუსში ლიტვის ტურიზმის ახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იუზას რაგუსკას შეხვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაცის შემადგენლობაში   ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა ყანჩელი, მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები იოსებ გაბრიჭიძე და ირაკლი სარიშვილი შედიოდნენ. მხარეებმა  ტურიზმის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს. ლიტვის მხარე  ქუთაისის და იმერეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო,  13 თებერვალს შეხვედრები  ლიტვის სასტუმროებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების ასოციაციის პრეზიდენტთან ქალბატონ ევალდა სისკაუსკიენესთან გაიმართა, სადაც ქართულ მხარეს ლიტვაში არსებული სასტუმროების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების სტანდარტები გააცნეს.  შეხვედრები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მოეწყო. ლიტვის ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ქართულ მხარეს, ქუთაისის აღმოსავლეთ ევროპის ტურისტულ ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღუთქვა.  ქართული მხარემ  მიიღო  გადაწყვეტილება ასოციაციისა და ქუთაისის ტუროპერატორებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დაწყების შესახებ.  დაიგეგმა  ქუთაისსა

ავტორი: ანა ჯიქია