ზურაბ აბაშიძის განცხადება პარლამენტარებმა შეაფასეს
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს, უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, აბაშიძის ამ განცხადებაში საპრობლემო არაფერი არის. მისი განცხადებით, აბაშიძემ სწორად დასვა აქცენტები: ,,აბაშიძის ეს განცხადება არ ნიშნავს პოლიტიკის შეცვლას. საგარეო ვექტორი არ იცვლება და აბაშიძემ ეს ცხადად განმარტა. ნატო-საქართველოს თანაშრომლობის პროცესს თანმიმდევრულად მიყვება სახელმწიფო, იმ ახალი პაკეტის ფარგლებში, რომელიც შემოგვთავაზეს. ჩვენი პოლიტიკა და საგარეო კურსი გეგმიურად ხორციელდება. უახლოეს დღეებში ეს ნიშნავს დღეს და ხვალ. მე პირადად ასე გავიგე ეს განცხადება. ფაქტია ისიც, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანება ეს არ არის დღეების, კვირეების თუ თვეების ამბავი, ეს კარგად გაწერილი სამოქმედო გეგმაა", - განაცხადა ბესელიამ.
ბესელიასაგან განსხვავებული ხედვა აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნება" რუსული სცენარით მოქმედებს და აბაშიძის ეს განცხადება, სწორეს რომ ამის დამადასტურებელია: ,,ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლების განწყობა არ არის პროდასავლური. ადვილი მისახვედრია, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში თამაშობს რუსეთის თამაშს. საქართველოს ხელისუფლების მთავარმა ლიდერმა აბაშიძემ აღნიშნული განცხადებით ცხადყო, რომ ,,ქართული ოცნების" მიზანი არ არის დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანება",-განაცხადა მინაშვილმა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა