პრემიერ–მინისტრი რეგიონების განვითარების გეგმაზე განცხადებას ავრცელებს
„მარტის თვიდან დავიწყებთ რეგიონების განვითარების გეგმის პრეზენტაციას; ვაპირებთ სუბსიდირება გავუკეთოთ ბევრ პროექტს რეგიონებში, რაც გამოიწვევს რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას, - ეს განცხადება განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართულ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე.
„ჩემი დავალებით რამდენიმე თვეა ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე, თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, აღვწერეთ რეგიონების რესურსი, მათი პოტენციალი. ვაპირებთ, მარტის თვიდან დავიწყოთ ამ გეგმის პრეზენტაცია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2015 წელს მაქსიმალურად გააქტიურდება, რათა წარმოება განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
ავტორი: ნიუპრესი