|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტარები უნდა დადგნენ ოქროზე მაღლა"-აქციის მონაწილეები

  ,,შეწყდეს საყდრისის ნგრევა", ,,შეიქმენას საპარლამენტო კომისია", ,,საყდრისს ვიცავთ ახალგაზრდები", ,,მოქალაქე, დაგვიბრუნე საყდრისი",- ამ და სხვა ლოზუნგების ფონზე ამ წუთებში პარლამენტის წინ საყდრისის  გადარჩენის საზოგადოების კომისიის წევრების მიერ ორგანიზებული  აქცია მიმდინარეობს. მათი ძირიათადი მოთხოვნა საპარლამენტო კომისიის შექმნა და საყდრისის ნგრევის შეჩერებაა.

   ,,დღეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება საყდრისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ეს გამოცდა პარლამენტარებმა უნდა ჩააბარონ და განაცხადონ, რომ ისინი იცავენ საქართველოში კულტურულ მემკვიდრეობას. დღეს პარლამენტარები უნდა დადგნენ ოქროზე მაღლა და აღიარონ, რომ საყდრისს ანგრევს კერძო კომპანია და მათი მონაწილეობა ამ საქმეში არ არის" ,- განაცხადა საყდრისის საზოგადოების კომისიის წევრმა ირაკლი მამალაძემ.
  ,,მოვითხოვთ, რომ დეპუტატებმა გამოიჩინონ კეთილი ნება და მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას. ვთხოვთ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" და ,,მრეწველების" წარმოამდგენლებს, პატივი სცენ პარლამენტის გადაწყვეტილებას და ნუ შეუშლიან ხელს კომისიის შექმნას" ,- განაცხადა იმავე კომისის წევრმა ანა მიქაუტაძემ.


ავტორი: გიგა გელხვიიძე