|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტარებს სირცხვილის დერეფანი მოუწყევს

პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქციები ყოველდღიურად იმართება. დღეს გამარულ აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტარებს სირცხვილი დერეფანი მოუწყვეს. აქციაზე შეკრებულთა მოთხოვნები უცვლელია: დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები და გამოსახლების შეჩერება.

 იმერეთის იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, დარეჯან სულაქველიძის განცხადებით, ისინი დანებებას არ აპირებენ და აქციებს განაგრძობენ:  ,,იგივე გვაქვს მოთხოვნები, უკვე მეორე დღეა პარლამენტის წინ ვდაგავართ, გუშინ გზა გადავკეტეთ, დღეს სირცხვილის კორიდორი მოვუწყვეთ ჩვენს პარლამენტარებს, რათა იგრძნონ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულება და მოგვხედონ. ნუ შეუწყობენ ხელს საქართველოში ქართველების გამოსახლებას", - განაცხადა სულაქველიძემ. 
  აქციის მონაწილეების გვერდით არის პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, რომელიც აცხადებს, რომ ბოლომდე დაუდგება გვერდით ამ ხალხს, რადგანაც ისინი ხელისუფლებამ მოატყუა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე