|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში გაზიფიცირების პროცესის დაწყებას კახი კალაძე დაესწრო

ხონში გაზიფიცირება დაიწყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ 4 ათას 200-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. გაზიფიცირების დაწყებას   საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დაესწრო. "სამუშაოები 2 ეტაპად იქნება გაყოფილი. პირველი ეტაპი იქნება ცენტრალური რაიონის, დაახლოებით 5 ათასამდე აბონენტის, ხოლო  მეორე ეტაპზე გადავალთ სოფლების გაზიფიცირებაზე"- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ,მისი თქმით, 2017 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მაშტაბით დასრულებული იქნება გაზიფიცირების პროცესი. 

 ხონის მუნიციპალიტეტში სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს  ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდებათ. 

 იმერეთის რწმუნებული აცხადებს, რომ რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება "სოკარ გაზ ჯორჯიას" მიერ მიმდინარეობს.  "პარალელურად სოკარ გაზ ჯორჯიას მიერ მიმიდნარეობს რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება. მე ვფიქრობ, რომ 2016 წელისათვის ის დაპირება რაც გაზიფიცირებასთან იყო დაკავშირებული, სრულად იქნება შესრულებული",- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა. 

ბუნებრივი აირის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-იდან 400 ლარამდე შემცირდა. შენარჩუნებულია ასევე  თანხის ეტაპობრივად გადახდის მექანიზმი.  მოსახლეობას  შემცირებული ტარიფის გადახდა თვეში 25 ლარად, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.


ავტორი: ანა ჯიქია