|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

ინტენსიური თოვის  გამო ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია. კერძოდ,  საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.
გზის გაწმენდითი სამუშაოების განსახორციელებლად ადგილზე მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.

ავტორი: ნიუპრესი