მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებენ
მთავრობის ეკონომიკურ გუნდის პარლამენტში მისვლას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა. ოპოზიციას მთავრობისგან ლარის კურსის ვარდნის მიზეზებსა და მდგომარეობის გამოსწორების ხედვის მოსმენა სურს. უმცირესობის ამ მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობაც ეთანხმება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე ოპონენტებს შიდა საკომიტეტო კონსულტაციებს სთავაზობს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლარის სტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის თემა არის, უმნიშვნელოვანესი, რითაც ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული, ისევე როგორც ოპოზიცია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ, მთავრობის მხრიდან ადეკვატურ რეაქციას საკითხის მიმართ. ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს, დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ ეკონომიკაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით ბაქრაძე.

"პარლამენტში ეკონომიკური გუნდის დაბარება გონივრულია და ეს პარლამენტმა მართლაც უნდა გააკეთოს", - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა, მისი თქმით, ამას ყველა მხარს დაუჭერს, თუმცა უმჯობესია, ეს შეხვედრა თბილისში გაიმართოს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა