მასწავლებლების ხელფასის რაოდენობა მათ სტატუსზე იქნება დამოკიდებული
მასწავლებლების ხელფასის რაოდენობა მათ სტატუსზე იქნება დამოკიდებული. "პროფესიული განვითარების სქემის" მიხედვით, პედაგოგებს კვალიფიკაციის მიხედვით სპეციალური სტატუსი მიენიჭებათ. შეიცვლება მათი დანიშვნის დღემდე მოქმედი წესიც. "სისტემა როგორც ასეთი არ არსებობდა, როდესაც გაქვს პედაგოგიური განათლება, ქვეყანაში არის რეგულირებადი პროფესია, ჭირდება რეგულაცია. სისტემა არის ობიექტური და გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საჭიროებებზე მორგებული", - ახადებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.
მასწავლებელთა პროფესიულ კავშირში ფიქრობენ, რომ ეს სისტემა მათ უფლებებს არ შელახავს. პროფესიული განვითარების სქემა და ცვლილებები მომდევნო აკადემიური წლიდან ამოქმედდება.
ავტორი: ნიუპრესი