|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგა ხაჩიძემ პარლამენტში "უფასო ფულის" კანონპროექტი წარადგინა

პარლამენტში "უფასო ფულის შესახებ"  კანონპროექტი დეპუტატმა  გოგა ხაჩიძემ  წარადგინა. 
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა  კანონპროექტის წადგენა ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო, მან  "უფასო ფულის" გაცემასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის დაპირება გაიხსენა. ხაჩიძის განცხადებით, მისი ინიციატივა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას ეხმიანება.

ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. 
პროექტის მიხედვით, "უფასო ფულის შესახებ" კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. 
ხაჩიძის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები "არასერიოზულად" აფასებენ. 

"უფასო ფულს სჯობს, მუქთა ფული იყოს, -  განაცხადა "ქართული ოცნების"  დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "უფასო ფულის შესახებ" პროექტის განხილვისას:  "უფასო ფულის შესახებ პროექტის პაკეტში უნდა იყოს – პროექტი ერთი ქილა ერბოს შესახებ, ოქროს თევზის შესახებ, ნატვრის თვალის შესახებ, ერთი ტომარა ყოველ ოჯახს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და ასე შემდეგ.", -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.  

ავტორი: ნიუპრესი