კონსტანტინე კუბლაშვილს მოსამართლეებმა გაცილება მოუწყვეს
კონსტანტინე კუბლაშვილს მოსამართლეებმა გაცილება მოუწყვეს.
ვადის ამოწურვასთან დაკავშირებული ღონისძიება მართლმსაჯულების სკოლაში გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით მოქმედი მოსამართლეები გამოვიდნენ და მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
10-წლიანი მოღვაწეობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეაჯამა: „ ეს იყო ძალიან რთული წლები და მე მგონი, საქართველოში არც არსებობდა ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ ამ 10 წელს ჩვენი ხელიუფლება ძალიან მარტივად და მშვიდად გაივლიდა, ჩვენ გვქონდა უზარმაზარი პრობლემები და განსახორციელებელი რეფორმები, რომლის ძალინ დიდი ნაწილი წარმატებით განვახორციელეთ", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მმოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს, უფლებამოსილების ვადა ორშაბათს ეწურება.
ავტორი: ანა ჯიქია