„დანერგე მომავალი" - ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
„დანერგე მომავალი" - ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. იგი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას ისახავს მიზნად. პროექტის პრეზნტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერ- მინისტრი დაესწნენ. ახალი პროექტის დეტალები მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააცნო. სიტყვით გამოსვლისას კი ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მიზნობრიობა განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ახალი საწარმოების გახსნას. "პროექტი ითვალისწინებს ორ კომპონენტს - ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენება, ხოლო მეორე - სანეგრე მეურნეობების მოწყობა. გაიზრდება ჩვენი ქვეყნის აგრარული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის უკვე გაიხსნა ევროპის 500-მილიონიანი ბაზარი და სულ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება იმისათვის, რომ ხარისხიანმა ქართულმა პროდუქციამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზე", - განაცხდა პრემიერმა.
პროექტის - „დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობაა.
წყარო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა