|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი2"-ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

რუსთავი2"-ის თანამშრომელს თავს ნიღბიანები დაესხნენ და  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  თავდამსხმელებმა ტელევიზიის თანამშრომელებს  ნივთები წაართვეს.  

ყაჩაღობა ოპერასთან, ჭავჭავაძის ქუჩაზე ნოხდა. ორი ნიღბიანი თავს ნატა იონათამიშვილს დაესხა.  შემთხვევა მაშინ  მოხდა, როცა "იქს ფაქტორისა" და "ნიჭიერის" შემოქმედებითი ჯგუფის წევრი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მას თავს სადარბაზოში დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხოფა მიეყენეს, ჩანთა და ოქროს საყურე წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მოკვლევა პოლიციის მთაწმინდის განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს და დაზარალებულს განყოფილებაში გვიან ღამემდე კითხავდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი