ვანში რეაბილიტირებული ბაღის შენობა გაიხსნა
ვანში რეაბილიტირებული ბაღის შენობა გაიხსნა, რომელიც 50
ბავშვზეა გათვლილი და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 53 000 ლარით დაფინანსდა,
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალი ინვენტარითაც აღიჭურვა. ამ დრომდე
ბაღს საკუთარი შენობა არ გააჩნდა, რაც სასწავლო პროცესის შეფერხებას
იწვევდა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში კიდევ სამი რეაბილიტირებული
ბაღის შენობა დაიწყებს ფუნქციონირებას.
2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების წლად გამოცხადდა. რეგიონში
ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და
23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
ვანის მუნიციპალიტეტის რეაბილიტირებული ბაღი იმერეთის გუბერნატორმა და
გამგებელმა გახსნეს, რომლებმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ავტორი: ნიუპრესი