|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკვერის კეთილმოწყობას შეწირული ძეგლის შესახებ მერიაში არაფერი იციან

ქუთაისში ამდრომდე მიმდინარეობს  ნონოშვილის სკვერში მდებარე საბჭოთა მემორიალური  ძეგლის დემონტაჟი. საბჭოური ძეგლის ნგერვა გუშინ შუადღიდან დაიწყო, რომელსაც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური  ახორცილებს. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვისი სახელობის არის ძეგლი, რომლის დემონტაჟი სკვერის კეთილმოსაწყობად გადაწყვიტეს. ძეგლის თაობაზე ინფორმაციას არ ადგილობრივები ფლობენ.

„ძეგლის ნგრევის პროცესი გუშინ შუადღეზე დაიწყეს. ძეგლის აღების პროცესს მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  ტექნიკაც მათ  მოიყვანეს“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლელა ჯიშკარიანი. როგორც ადგილობრივები განმარტავენ ძეგლის  დემონტაჯის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. „მხოლოდ ის ვიცოდით რომ ეს სკვერი ჯერ კიდე გაზაფხულზე უნდა გალამაზებულიყო. ის, რომ ამას ძეგლი შეეწირებოდა არ უთქვამთ“, – აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ მიქელაძე.

ირკვევა, რომ  სკვერში არსებული  ძეგლის ნგრევის გადაწყვეტილება ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა მას  შემდეგ მიიღო, რაც სკვერის კეთილმოწყბითი სამუშაობის განხორციელება დაიგეგმა.

„ამ ძეგლს არანაირი ისტორიული თუ ღირსშესანიშნავი ღირებულება არ ჰქონდა. ეს იყო უბრალო ნაგებობა, ყოველგვარი შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე. ამიტომაც მივიღეთ მისი დემონტაჯის გადაწყვეტილება. დემონტაჯის დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყება“, – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

ინფორმაცია ძეგლის წარმომავლობის შესახებ არც აქრიტექტურის სამსახურში აქვთ.

„წარმოდგენა არ მაქვს რა ძეგლია. დავინტერესდები და გავარკვევ,“ –  ამბობს მერიის არიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ გიორგაძე.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ძეგლის დემონტაჯისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება,  „რადგან დემონტაჟს ჩვენ, მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორცილებს“, – ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ძეგლის დემონტაჯის პარალელურად დასავენებელ სკვერში ატრაქციონების მონტაჯი მიმდინარეობს.

უკვე ცნობილია, რომ ნინოშვილის სკვერში „სათამაშო ქალაქი“ უნდა მოეწყოს.

კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ,  რომ ნონოშვილის დასასვენებ სკვერში გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ,  უშაულაოდ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედება. თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას დასასვენებელი ბაღის  კეთილმოწყობაზე,  ეს  ტენდერის შედეგად გაირკვევა,  რომელიც ქალაქის მერიამ  580 000 ლარზე უკვე გამოაცხადა.

ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ მერიამ სკვერში სკამების შეძენაზე უკვე იზრუნა. „უკვე შევიძინეთ 48 სკამი. თითოეული სკამის ღირებულება 333 ლარია“, – აღნიშნავენ მერიაში.  

როგორც ჭანჭალეიშვილი განმარტავს,  ნონოშვილის სკვერის კეთიმოწყობითი სამუშაოები 2013 წლის თებერვალში დასრულედება, რომლის მოსაწყობად ადგილობრივი თვითმმართველობიდან საერთო ჯამში 700 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

ავტორი: თეკლა მორგოშია