იმერეთის გუბერნატორი გადადგა
იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის 6 თვის განმავლობაში თხოვნით მიმართავდა პრემიერ-მინისტრს, რათა თავის პროფესიულ საქმიანობას დაბრუნებოდა.
ზაზა მეფარიშვილმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს ნდობისა და თანადგომისათვის: „პრემიერ-მინისტრთან შემდგარი კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დასამალია არა არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ვიმედოვნებ, რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილება მოიტანს ახალ ხედვებსა და ახალ წარმატებებს. მინდა პირადი მადლობა გადავუხადო ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისათვის“, - აცხადებს ზაზა მეფარიშვილი.
იმერეთის გუბერნატორი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე დასავლეთ საქართველოს უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ავტორი: იზა მოდებაძე