|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეფარიშვილის გადაყენება ორთქლის გამოშვებაა და სხვა არაფერი"-გიორგი უკლება

იმერეთის გუბერნატორის გადადგომასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის"  წევრი გიორგი უკლება პირველ შეფასებას აკეთებს, მისი თქმით,  მეფარიშვილი თანამდებობიდან კი არ გადადგა, არამედ გადააყენეს.

"მთავარი მიზეზი არის ისრომ იმერეთში საქმე არ კეთდება და  კრიმინალი ყვავის, მაგრამ ამაში მთავარი დამნაშავე ცენტრალური ხელისუფლებაა და არა მეფარიშვილიმეფარიშვილის გადაყენება ორთქლის გამოშვებაა და სხვა არაფერიალბათ, თვითონაც ჰქონდა წასვლის სურვილი,რადგან ამ ხელისუფლების პირობებში არ შეიძლება მხარის, ისევე როგორც ქვეყნის წარმატებაზე ფიქრიც კი",-  განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში  გიორგი უკლებამ.

შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა რამდენიმე საათის წინ დატოვა, ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა

ავტორი: ანი ლიპარიშვილი