|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესო მიქელთაძე კანდიდატობას დიმიტრი კოპალიანის სასარგებლოდ ხსნის

აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი  ბესო მიქელთაძე  კანდიდატურას დიმიტრი კოპალიანის  სასარგებლოდ ხსნის.  მისი თქმით, კოპალიანის დანიშვნის შემთხვევაში ქალაქი სოლიდური დაფინანსებას მიიღებს.

"გადავწყვიტე გამოვეთიშო საარჩევნო მარათონს, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ მხარი დავუჭირო კოპალიანს. მე მქონდა საუბარი დიმიტრი კოპალიანთან და მან დამარწმუნა, რომ მისი რექტორად დანიშვნის შემთხვევაში, ქალაქი მიიღებს სოლიდურ დაფინანსებას, დაახლოებით 200 მილიონ დოლარს, რომელიც მთლიანად მოხმარდება უნივერსიტეტის აღმშენებლობას"-განაცხადა"ნიუპრესთან"  საუბარში  ბესო მიქელთაძემ. მისი თქმით, საუბარია ოთხ სხვადასხვა პროგრამაზე,  მათ შორის  მილენიუმის პროგრამაზე, საიდანაც უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს. 
მე თავს ვალდებულად ვთვლი, აქედან გამომდინარე მოქელტაძე აცხადებს რომ თავს ვალდებულად თვლის ამ კანდიდატურას ხელი არ შეუშალოს და რექტორობის სხვა კანდიდატებსაც მოუწონებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისაკენ:   "მოვუწოდებ დარჩენილ ორ კანდიდატს მოხსნან თავისი კანდიდატურა და გზა დიმიტრის დაუთმონ",- განაცხადა  ბესო მიქელთაძემ. 
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.  გამარჯვებულს 19 წევრისაგან შემდგარი აკადემიური საბჭო გამოავლენს.  მათ არჩევანის გაკეთება დარჩენილ სამ  კანდიდატს -  გიგა ღავთაძეს, გიორგი ონიანს და დიმიტრი კოპალიანს შორის მოუწევთ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი