სავალუტო ფონდისგან მთავრობა სესხის აღებას არ გეგმავს
საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ აპირებს - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„სავალუტო ფონდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია სხვა დონორებისგან სესხის აღების თაობაზე. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები და ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარებს ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკისგან მივიღონ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შესაძლო დაფინანსება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, მთავრობა სხვა დონორებისგან დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე მუშაობს.
ავტორი: ნიუპრესი