"მანდარინები" ოსკარის გარეშე დარჩა
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში წარგენილი ნამუშევრებიდან ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო,“ ოსკარი“ პოლონელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის „იდამ“ მიიღო. „ოსკარის“ გარეშე ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ დარჩა. საუკეთესო უცხოენოვან ფილმებსშორის, "მანდარინების" და "იდას" გარდა, "ოსკარზე" წარდგენილი იყო - რუსული ფილმი "ლევიათანი",მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები". "მანდარინები" ესტონეთ-საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია. ოსკარის რიგით 87-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმად ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი „ბერდმენი“ აღარეს. მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი, ფილმისთვის „ყველაფრის თეორია“, ედი რედმეინმა აიღო. ფილმში ის ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის პერსონაჟს ასახიერებს. ქალის მთავარიროლის საუკეთესო შემსრულებელი ჯულიან მური გახდა ფილმით „ჯერ კიდევ ელისი“, ჯულიანა მური ამ ფილმში ალცჰაიმერით დაავადებული ქალის როლს ასრულებს.
ავტორი: ანა ჯიქია