ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის ახალ გუბერნატორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი იმერეთის ახალ გუბერნატორს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ მასალას პრემიერის პრესსამსახურის ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა გივი ჭიჭინაძეს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში წარმატება უსურვა და იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემების დროულად მოგვარების იმედი გამოთქვა.
„იმერეთი ერთ–ერთი ყველაზე დიდი რეგიონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა ხალხის ნდობა და მთავრობის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოთ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.
თავისის მოვალეობის შესასრულებლად მზადყოფნა გამოთქვა გივი ჭიჭინაძემ. „მართლაც ძალიან დიდი რეგიონია,
კარგად ვიცნობ, ნახევრად იმერეთში ვარ გაზრდილი, მომართული ვარ, რომ ყველანირად
დავუდგე ჩევნს ქვეყანას და რაიონს გვერდით“,- განაცხადა იმერეთის ახალმა გუბერნატორმა
გივი ჭიჭინაძემ პრემიერთან შეხვედრისას.
გივი ჭიჭინაძემ გუბერნატორის თანამდებობაზე ზაზა მეფარიშვილი შეცვალა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა