აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი რექტორის მოლოდინშია
აკაკი წერეთლის სახლემწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები ტარდება. ამ წუთებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მინდია ბერეკაშვილის ხელმძღვანელობით, რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმებს კიდევ ერთხელ ეცნობა. ამ დროისთვის უნივერსიტეტში რექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატი გიორგი ონიანი იმყოფება.
უნივერსიტეტის რექტორობისთვის თავდაპირველად რეგისტრაცია ოთხმა კანდიდატმა- მმოქმედმა რექტორმა, გიორგი ღავთაძემ, ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, გიორგი ონიანმა და ბესო მიქელთაძემ გაიარეს, თუმცა მიქელთაძემ საკუთარი კანდიდატურა, გუშინ, დიმიტრი კოპალიანის სასარგებლოდ მოხსნა, ამიტომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორს სამი კანდიდატდან შეარჩევს.
ჩვენი ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება, ,,ნიუპრესი" უფრო ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა