ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომები არჩევნებამდე აღარ ჩატარდება
ქუთაისის
ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა აღარ გაიმართება.
საკრებულოს
რიგგარეშე სხდომების არჩატარების მიზეზად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა
სახელდება.
არჩევნების
დამთავრებამდე საკრებულოს რიგგარეშე სხდომების
შეჩერების განცხადებით, დღეს საგანგებოდ გამართულ საკრებულოს 39–ე რიგგარეშე
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი გამოვიდა.
საკრებულოს
რიგგარეშე სხდომების ჩატარება ქუთაისში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა, სადაც
ძირითადად საბიუჯეტო ცვლილებები განიხილებოდა.
რიგგარშე
სხდომების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს ორაგანული კანონის მიხედვით, ქუთაისში
საკრებულოს სხდომა ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს იმართება.
ავტორი: თეკლა მორგოშია