|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ღავთაძე ისევ წერეთლის უნივერსიტეტის რექტორია

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სასწავლებლის ხელმძღვანლად ისე გიორგი ღავთაძე აირჩია. 14 ხმით იგი ისევ რექტორის თანამდებობაზე რჩება. 

გიორგი ღავთაძესთან ერთად სასწავლებლის რექტორობისათვის 2 კანდიდატი იბრძოდა. ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა და უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, გიორგი ონიანმა არჩევნებში რექტორობისათვის საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს. უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები  დღეს 12 საათზე დაიწყო.  ჯერჯერობით, უცნობია  გაპროტესტებენ თუ არა კანდიდატები არჩენების შედეგებს. 

ავტორი: ანა ჯიქია