ვინ არის გივი ჭიჭინაძე?
იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. როგორც ცნობილია, ჭიჭინაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა, თუმცა ქალაქში მის შესახებ ბევრი არაფერი იციან.
ახალი გუბერნატორი 2012 წლიდან პარტია "„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, 2012-2013 წლებში პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანია. ადგილობრივი არჩევნების დროს კი "ქართული ოცნების" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე - ვაკის რაიონის გამგებელია.
ახალი გუბერნატორი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1977-1992 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის ტექნიკის საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის ინჟინერ-კონსტრუქტორი, 1996-1998 წლებში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სადახლოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 98-დან 2000 წლამდე „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი იყო.
გივი ჭიჭინაძე 1992 წლიდან ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტია.
ახალი გუბერნატორი ღირსების ორდენის კავალერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ფლობს რუსული და იტალიურ ენებს.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა