მარინა დახუნდარიძე: "ქუთაისის მერია სამურღულიოს კანტორა"
"ქუთაისის მერია- სამურღულიოს კანტორა"- ამ პლაკატით მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წინ იმერეთის ახალ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს ელოდება. როგორც მარინა დახუნდარიძე ამბობს, ახალმა გუბერნატორმა მერიაში არსებული ვითარების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს: "მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს მოდის ახალი გუბერნატორი. მან უნდა იცოდეს, რა უღირსი ხელმძღვანელობაა ქუთაისის მერიაში- ისინი საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობენ. გაუსაძლის მდგომარებაში ჩაგვაყენეს. სამსახურიდან გამიშვეს, მერმა ვითომ სამუშაო შემომთავა დასუფთავების სამსახურში. მრავალშვილინი დედის ნონო ნაცვლიშვილის პირით შემომითავაზა რომ გამეკეთებია განცხადება, თითქოს ქალაქის მერსა და ჩემს შორის მოხდა შეთანხმება სამსახურის თაობაზე, მაგრამ რეალურად დასაქმებული არ ვარ და დღემდე ვერ ვიპოვე სადაა მერის მიერ მითითებული სამსახური",- განაცხდა მარინა დახუნდარიძემ.
ავტორი: ანა ჯიქია