გოგი წულაია ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას მოითხოვს
გოგი წულაია ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას მოითხოვს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს რიგითი მოქალაქის სტატუსით მიმართვს. მისი თქმით, ქუთაისს აქვს რეალური შესაძლებლობა იქცეს საუნივერსიტეტო ქალაქად. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილად კი ყოფილ პრემიერს წულაია ქუთაისის ყოფილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობას სთავაზობს, რომელიც ამჟამად წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის.
" ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქუთაისში, რადგან ქალაქი ამ წუთას გამოშიგნულია. ქალაქს გადარჩენის რაღაც საშუალება უნდა მიეცეს. ქუთაისში რეალურად არსებობს შესაძლებლობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისა, რომ გაკეთდეს ეს უნივერსიტეტი, მაგალითად ყოფილი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში, ეს უნივერიტეტი სრულიად გაურკვევლად და დაუფიქრებლად მიუერთეს წერეთლის უნივერსიტეტს. აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნით თანხებიც დაიზოგება, რადგან ახლის აშენება არ მოუწევთ",- განაცხადა გოგი წულაიამ.
რიგითი მოქალაქის რანგში იგი ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახნის შესახებ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აღნიშნულ ინიციატივას წულაია ხვალ ქუთაისის საკრებულოს წარუდგენს. საკმარისი ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მიმართვას ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს გადაუგზავნის.
ანალოგიური იდეა პარლამენტში უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემაც გააჟღერა.

ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა