ბავშვთა კვების კომპანია HIPP-ი საქართველოში წარმოების გაფართოებას გეგმავს
დღეს, სოფლის
მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია
HIPP-ის
აქციონერს, შტეფან ჰიპპის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა
იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე, რომელთა მიზანიც ქვეყანაში
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდის და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ახალ სამთავრობო პროექტზე „დანერგე მომავალი“, რომლის
მიზანიც საქართველოში მრავალწლიანი კულტურების ინტენსიური ბაღების გაშენებაა.
როგორც შეხვედრაზე
შტაფან ჰიპპიმ განაცხადა, კომპანიამ შეისწავლა ის პოტენციალი, რომელიც საქართველოში
ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის წარმოების თვალსაზრისით არსებობს და აქვს სურვილი
გაზარდოს საკუთარი წარმოების არეალი და მასშტაბი. მოსამზადებელ ეტაპზეა დასავლეთ საქართველოში
ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის პროექტი. HIPP-ი ასევე დაინტერესებულია
კახეთის რეგიონში, კერძოდ სიღნაღში, ხილისა და ბოსტნეულის პირველად და გადამამუშავებელ წარმოებაში 2 მილიონ
ევრომდე ინვესტიცია განახორციელოს.
აღსანიშნავია,
რომ ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ი უკვე რამდენიმე
წელია წარმატებულ საქმიანობას ეწევა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქ. ხაშურში, სადაც
კომპანია ხილის კონცენტრატის გადამამუშავებელ საწარმოს ამუშავებს.
ავტორი: ნიუპრესი