|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსანდრე იოსებაშვილი: "სახელმწიფო სამსახური ტვირთის მეტი არაფერია"

იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა  ალექსანდრე იოსებაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. იოსებაშვილის თქმით, მას საჯარო სამსახურიდან წასვლა  დიდი ხნის წინ უნდოდა. "ვინც მიცნობს, იცის, რომ სახელწიფო სამსახური ტვირთის მეტი არაფერი არაა. არ ვაპირებდი სახელმწიფო სამსახურში დიდხანს ყოფნას. პროფესიით  არქიტექტორი ვარ და ალბათ, კერძო სექტორში გავაგრძელებ მუშობას",- განაცხადა ალექსანდრე იოსებაშვილმა. მან გადადომის შესახებ განცხადება  გუბერნიაში უკვე შეიტანა. ალექსნადრე იოსებაშვილის გათავისუფლებას ახალი გუბერნატორიც გამოეხმაურა:  "ჯერჯერობით, არ მაქვს გეგმაში ვინმეს შეცვლა. არ ვიცი, არ ვიცნობ განცხადებას",- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. 

ალექსანდრე იოსებაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილედ 2015 წლის 8 იანვარს  დაინიშნა. 

ავტორი: ანა ჯიქია