|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წადი ხადური" - თბილისში აქცია გაიმართა

"ხადური წადი," "რიგითი ლარიანის გადასარჩენად" - სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას ორგანიზება

არასამთავრობო ორგანიზაციამ "თავისუფალი ზონა" და რამდენიმე სხვა არასამთავრობოსთან ერთად გაუწია. ისინი  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ქმედებების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას ეკონომიკური გუნდის მინისტრებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ისინი მათ  გადადგომას მოითხოვენ. "გადადგნენ თანამდებობიდან ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობა მ ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, კორუმპირებული მთავრობა არ არის ქართველი ხალხის ოცნება და არჩევანი", - განაცხადა აქციის მონაწილე  და "სამართლანი თაობას" წარმომადგენელმა   გირშელ ბართაიამ. 

აქციის პარალელურად სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ეკონომიკისა და ფინანსთნა მინისტრები ბიზნესმენებს ხვდებიან, სადაც ლარის კურსისა და ეკონომიკის შესახებ უნდა იმსჯელონ.

ავტორი: ანა ჯიქია