პრეზიდენტმა, შესაძლოა, პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვიოს
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო პრეზიდენტმა, შესაძლოა, პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვიოს. გიორგი მარგველაშვილმა ამ
თემაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი თქმით, აუცილებელია მთავრობამ კონკრეტული სამოქმედო
გეგმა წარმოადგინოს, რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევას, გიორგი მარგველაშვილს
ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. „შექმნილი ვითარების ანალიზი დეტალურად
მოვისმინეთ ბევრი კომპეტენტური პირისგან. ახლა ჩვენ ველით რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან
ეფექტურად გამოსვლის გეგმას. ამ ანალიზში ვხედავთ დასკვნას, თუ რა იყო განმაპირობებლი
ფაქტორები, გვაინტერესებს როგორ გამოვიდეთ ამ
მდგომარეობიდან. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, ჩენ გვაქვს კონსტიტიუციური ვადა ამის
გადასაწყვეტად და კონსტიტუციის ვადებში გაგცემთ პასუხს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი