„ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავენ“- გია გოქაძე
„სპორტსმენების მიმართ გულგრილობას იჩენენ“, ეს ის თემაა, რომელზეც გია გოქაძემ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა და მერია გულგრილობასა და უყურადღებობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ბიუჯეტიდან თანხებს არ უყოფენ და ის თანხები, რომელიც მათთვის უნდა გამოიყენონ, თავად ხარჯავენ: „1997-1998 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის იმართება საქართველო ჩემპიონატი კრივში, სადაც წარდგენილია ქუთაისის ნაკრებიც, სულ 13 ადამიანი, ორი მწრთვნელი და ერთი ექიმი. სამწუხაროდ, სპორტსმენები საკუთარი ჯიბიდან იხდიან კვებისა და სასტუმროს ხარჯებს. მაშინ, როცა ქუთაისის სპორტული აიპის ბიუჯეტი 3 546 900 ლარია, როდესაც მერიის სპორტის სამსახური შეადგენს 260 ათას ლარს. მე მაინტერესებს, რატომ არ დააფინანსეს ეს ახალგაზრდები? კეთილი ინებოს ქალაქის მერმა, ბატონმა მურღულიამ და საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს ამ სპორტსმენების ხარჯები, რადგან ჩვენთვის ცნობილია მისი შემოსავალი. მეორე, ქუთაისის საკრებულომ თვალი ადევნოს მერიის თავაშვებულ ქმედებებას და თავად მერს. ის ბიუჯეტი, რომელიც ამ სპორტისთვისაა გათვლილი, როგორც ჩანს, თავად მათ ხმარდება და არაა შედეგზე ორიენტირებული. ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება,“-აცხადებს გია გოქაძე.
ავტორი: იზა მოდებაძე