|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულიამ გელათის ქუჩა დაათვალიერა

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან და უბნის მაჟორიტართან ერთად გელათის ქუჩა დაათვალიერა და ადგილზე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობა აცხადებს, რომ გზის შეკეთებასა და წყლის სისტემის მოწყობას უშედეგოდ წლების მანძილზე ითხოვდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოები აპრილის თვიდან დაიწყება. გელათის ქუჩაზე იგეგმება ბორდიურების და ტროტუარების კეთილმოწყობა, შეიცვლება სანიაღვრე სისტემა, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ტენდერის საპროექტო ღირებულებაა 2 955 000 ლარია

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორი: ნიუპრესი