|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქრისტიან-დემოკრატებს“ იმერეთის სამ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება

იმერეთის რვა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს დღეს ,,ქრისტიან დემოკრატებმა“ წყალტუბოს კულტურის ცენტრში. კანდიდატები ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ახვლედინმა წარადგინა.

წყალტუბოში კენჭს პავლე კიკალიშვილი იყრის, ჭითურაში - ლელა ცერცვაძე, ტყიბულში - რამაზ სანიკიძე, სამტრედიაში - მიხეილ ლეჟავა, ზესტაფონში - მალხაზ ჯანჯღავა, თერჯოლაში - გიორგი გიორგაძე, ხარაგაულში- გიორგი თაბუკაშვილი, ხონში - გია ყალიჩავა.

,,ქრისტიან - დემოკრატებს“ კანდიდატები არ ეყოლებათ იმერეთის სამ რაიონში - საჩხერეში, ვანსა და ბაღდათში.

„დღეს წარვადგინეთ იმერეთის მაჟორიტარების კანდდატები. ადამიანები, რომლებიც ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. მათ იციან ყველა პრობლემა, რაც მათ რაიონში არსებობს. ისინი იქნებიან ძალიან ღირესეული წარმომადგენლები თავიანთი რაიონების საქართველოს პარლამენტში“ - აღიშნა გიორგი ახვლედიანმა.

კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გიორგი თარგამაძემ, რომელმაც მხარდამჭერებს პარტიის პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სამართლიან ტარიფებზე

,,ქრისტიან -  დემოკრატიული არჩევანი არის მართლა ყველა თაობის არჩევანი. არჩევანი იმ ადამიანებისა, რომლებიც გულშემატკივრები არიან სქართველოს თავისუფლების და ერთიანობის. წყალტუბო შემთხვევით არ შეგვირჩევია. ეს არის რაიონი, სადაც ყველაზე დიდი ტკივილია, ეს ტკივილი აფხაზეთიდან დვნილი ადამიანები არიან“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

პარტიის ლიდერმა საქართველო-რუსეთს შორის ურთიეთობების მოწესრიგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მეზობელ ქვეყანასთან ცივილიზებული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. თარგამაძე ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ნდობა დაკრგა საზოგადოების თვალში.

,,11 დაღუპულს შორის ორი პანკისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იყო, რასაც ჩვენი მთავრობა დღემდე უარყოფდა. დღეს კი თავად დაადასტურეს ეს ფაქტი, რაც მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს არ უნდა აჩენდეს“ - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე