|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ავალიანი: "ხელფასებს ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა-კლაუსი არ არიგებს"

ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური უფროსი ირაკლი ავალიანი პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ლიდერის ბრალდებებს პასუხობს.  მისი თქმით, საბიუჯეტო სამსახურებში ხელფასები არ დაგვიანებულა.  "ხელფასები არ  დავიანებულა, ჩემი კალენდარი არ იტყუება. ხელფასებს ლაპლანდიიდან ჩამოსული სანტა-კლაუსი არ არიგებს.  ეს არის  ფინანსური პროცედურა, მიმართონ საკუთარ ხელმძვანელობას და  წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელექრტონულად ან არაელექტრონულად, თუ ეს საჭიროა და მიიღებენ ხელფასებს. წინა თვეში წარმოადგინეს დოკუმენტაცია და მიიღეს ანაზღაურება. ჯერ თვე არ დასრულებულა, შესაბამისად,  ხელფასების დაგვიანებაზე საუბარი უადგილოა", -განაცხადა  ირაკლი ავალიანმა.

ავტორი: ანა ჯიქია