|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტუდენტთა უფლებების დაცვის ლიგის პრეზიდენტი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა

ნოდარ თათვიძემ ქუთაისელ სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარა. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. მათ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის განვლილი გზის შესახებ ისაუბრეს. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ ახალგაზრდებს ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარება“ ჩაუტარა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. „საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ შევხვედროდით ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მათ გავაცანით არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტები და აქტივობები და ამასთანავე ჩავატარეთ ტრენინგი „ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარება,"- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ. სტუდენტთა უფლებების დაცვის ლიგა ანალოგიურ ტრენინგს ტყიბულში ახალგაზრდებსაც ჩაუტარებენ.

ავტორი: ანა ჯიქია