|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარი დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა

დოლართან და ევროსთან მიმართებაში ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა, ეროვნულმა ბანკმა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინა. ახალი კურსის მიხედვით 1 დოლარის შეძენა 2.2494 ლარად, ხოლო ევროს შეძენა 2,5564 ლარადაა შესაძლებელი. 

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს,  ქუთაისში ვითარება მცირედით განსხვავებულია. ამ დროისათვის დოლარის ყიდვა 2.070  2.050 ლარად, ხოლო ყიდვა - 2.120,  2,200 ლარადაა შესაძლებელი.  რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა 2.270,  2.300, ხოლო გაყიდვა 2.360, 2.450  ლარადაა შესაძლებელი. "ამ დროისათვის დოლარის ყიდვა 2.070  შესაძლებელი. ჩვეულებრივად ვმუშაობთ. მიუხედავად ლარის კურსის მდგომარეობისა, მომხმარებლის ნაკლებობას არ ვუჩივით, ეს ალბათ, იმიტომ, რომ ხალხი იძულებულია დოლარი შეიძინოს",- განუცხადა "Newpress.ge-ს ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში აკაკი ტაბატაძემ. 

ავტორი: ანა ჯიქია